რამ მაიძულა შემოსვლა და დაპოსტვა? ის უიშვიათესი მომენტი მაქვს, როცა წერა მინდა. კარგად მაინც ვწერდე, ამ მოკლე დროში მივაყრიდი და რამდენსაც მოვასწრებდი, კარგ და სასიამოვნო წასაკითხ პოსტებს დავწერდი, მაგრამ არა! ამასაც თუ დავწერდი, ჩემთვის, თორემ ვინ კითხულობს აბა ამ "ბლოგს" :D. გარდა ამისა, არის რაღაცები, რისი ზეგავლენის ქვეშაც ვექცევი ხოლმე და ამანაც მომანდომებინა, რომ ცოტა ხელი გამენძრია. ახლაც ბევრი იდეები კი არ მაქვს. ერთ პოსტს გადმოვაკოპირებ სხვა ბლოგიდან, რომელშიც ფილმი მიმოვიხილე (ოღჩ, ჯერ ისაა გასაკვირი, ფილმს რომ ვუყურე, და მერე კიდევ - მიმოვიხილე!), ერთს დავწერ 2 "პრასვეტზე", რომელიც ამ მომენტში მაქვს და ერთიც დრაფტებში რომ მიგდია, და რომელშიც ჩემს ჰობიზე ვსაუბრობ, თავს ვაიძულებ, როგორმე დავამთავრო.
ხვალ ყველაზე სასტიკი გამოცდა მაქვს. პლიუს ამას, საბაკალავროს დედლაინი მომდგომია კარს და წესით ამისთვის არ უნდა მეცალოს, მაგრამ კიდევ რომ გადამედო, აღარასოდეს შემოვადგამდი ალბათ აქ ფეხს.
P.S. რიგაზე რა კოშმარი პოსტი დამიწერია, თვალებს არ ვუჯერებ. დაე იყოს, არ წავშლი.
No comments:
Post a Comment